
75 მომხრე, 2 წინააღმდეგი – კარლო კოპალიანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. კენჭისყრამდე კარლო კოპალიანმა დეპუტატებს მიმართა, ყველას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ პარლამენტის დატოვება მადლობით მაგალითად უნდა იქცეს ყველასთვის.
„მე მინდა მოხდეს პრეცედენტი ამ დარბაზში, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. ეს მინდა მაგალითად იქცეს მომავალში. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო თქვენთან ერთად მუშაობა. მე შევიძინე არმია თანამებრძოლების და მზად ვარ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ გვერდით დავდგე. მადლობა ბატონ ბიძინას, რომელმაც შეძლო და დაამარცხა მოძალადე რეჟიმი და რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა“, – განაცხადა კოპალიანმა.
მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, მედიას, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს და მათ წარმატებები უსურვა.
კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს, რის გამოც მან დეპუტატის მანდატი დატოვა.






















