19:48 | 2021-09-24 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ნიკანორ მელია იმსახურებდა გინებას – ირაკლი კობახიძე

ნიკანორ მელია იმსახურებდა გინებას – ირაკლი კობახიძე
“ნიკანორ მელიარეალურად, ელჩს აკადრა ის, რაც გააკეთა გუშინ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ელჩის მხრიდან მყისიერი რეგირება ამ თემაზე, მითუმეტეს, რომ ისიც არის პასუხისმგებელი ნიკანორ მელია გარეთ ყოფნაზე”,  – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ევროკავშირის ელჩის ოფისის წინ მოხდა ეს ყველაფერი, რეალურად მას აკადრა ის, რაც გააკეთა გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ელჩის მხრიდან მყისიერი რეგირება ამ თემაზე, მითუმეტეს, რომ ისიც არის პასუხისმგებელი ნიკანორ მელიას გარეთ ყოფნაზე, ის არის ცნობილი კრიმინალი.

 

პოლიტიკოსის საქმე არის პოლიტიკის კეთება, მაგრამ გუშინ ნიკანორ მელია იმსახურებდა გინებას და მან მიიღო შესაბამისი პასუხი. შეურაცხყოფა არის, როდესაც პროვოკაციას აწყობ ევროკავშირის ოფისის წინ. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ისინი მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილი და მათ სურდათ მშვიდობიანად პროტესტის გამოხატვა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშრის ოფისის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია “ქართული ოცნების” ლიდერს, ირაკლი კობახიძეს დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაუპირისპირდა.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X