
თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნესსექტორს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამი თვის განმავლობაში მოსახლეობა გათავისუფლდება დასუფთავების გადასახადისგანაც.
„ჩვენ ასევე, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ ყველა ის კაფე-ბარი, რომელთაც კაფეების წინ აღებული ჰქონდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიები და ყოველთვიურად უწევდათ გადასახადების გადახდა. ერთი წლის განმავლობაში ამ გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან.
ასევე ყველა ის მოიჯარე, რომელსაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვს აღებული კონკრეტული ღონისძიებებისთვის, სამი თვის განმავლობაში ეს ბიზნესიც გათავისუფლებული იქნება იჯარისგან. თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნესსექტორს,
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომუნალურების შეღავათებზე, რომელზეც პრემიერ- მინისტრმა ისაუბრა, ასევე როგორც ელექტოროენერგიაზეა საუბარი და გაზზე, ასევე ნარჩენების გადასახადისგან იქნება განთავისუფლებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















