22:28 | 2021-09-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში გავიცანი, ძალიან მალე ჩამომაცილა სხვა თაყვანისმცემლები“ – ნათია თურნავა ოჯახსა და პირადზე

„ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში გავიცანი, ძალიან მალე ჩამომაცილა სხვა თაყვანისმცემლები“ – ნათია თურნავა ოჯახსა და პირადზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემა ერთ-ერთ გადაცემაში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

„მეორე კურსზე ვიყავი, როცა გავთხოვდი, მეყოლა ბავშვი და სწავლასა და ოჯახს ვუთავსებდი ერთმანეთს. ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში გავიცანი, თანმიმდევრული იყო ძალიან, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ყველა სხვა თაყვანისმცემელი ჩამომაცილა, თავის ირგვლივ კონკურენცია მოსპო. ამ თავისი თანმიმდევრულობითა და მონდომებით მომხიბლა. ალბათ, მთლად კომფორტული მეუღლე არ ვარ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე, რაც მთავრობის წევრი გავხდი. ჩემი მეუღლე ყოველთვის მეხმარება, რომ გადავიტანო რთული მომენტები, ყოველთვის ჩემ მხარესაა და მხარში მიდგას“.

 

სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც სინოვაკით აიცრა - გიორგი ფხაკაძე უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს
2021-09-25სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც სინოვაკით აიცრა - გიორგი ფხაკაძე უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

 

როგორც აღმოჩნდა, ნათია თურნავა სპორტის არაერთი სახეობითაა დაკავებული: „მიყვარს ყველაფერი, რაც ბუნებას და სპორტულ აქტივობას უკავშირდება. ცხენით ჯირითი ძალიან მიყვარდა, ეპიდრომზე ყოველ დილით დავდიოდი. მიყვარს სნოუბორდი, თხილამურები და ვსრიალებდი.“

მინისტრმა სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებაც ისაუბრა:

 

„სახლში ძალიან გვიან ვბრუნდები და ვცდილობ, რომ მოკლე დროში დავაკომპენსირო ის დანაკლისი, რასაც ჩემი ოჯახი წევრები გრძნობენ. ბედნიერება ხომ ეფემერული განცდაა, რაღაც მომენტში მოდის და მერე სადღაც ქრება. ასეთი მომენტია, როცა მშვიდად ვარ, ოჯახის წევრები ჩემთან არიან და შეგვიძლია, ერთად გავატაროთ დრო. ჩემი მთავარი მიზანი თავად ცხოვრებაა. მიყვარს ცხოვრება ყველა თავის გამოვლინებაში და ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ნაკლები საყვედური დავიმსახურო. მინდა, რომ 20 წლის შემდეგაც მოთხოვნადი ვიყო და რაც შეიძლება დიდხანს ვემსახურო ადამიანებს.“

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში - მეუფე თეოდორე ე.წ. „კრეფსებზე“
2021-09-25ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში - მეუფე თეოდორე ე.წ. „კრეფსებზე“
  
ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას - სააკაშვილი
2021-09-25ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას - სააკაშვილი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X