23:57 | 2021-09-25 ავტორი: Prime Time

„Top გოგოს“ ვეძახდი, დიდი შრომა ჩადო აქამდე რომ მოვსულიყავით“ – 16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე

„Top გოგოს“ ვეძახდი, დიდი შრომა ჩადო აქამდე რომ მოვსულიყავით“ – 16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა. ლიზას წარმატებას მარიამ გიორგობიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და 16 წლის მოდელის ბავშვობას იხსენებს.

 

 

„ლიზა ნატალიდან / ნატალის ლიზა, 12 წლის იყო როცა ნატალის დიდ ოჯახში შემოაბიჯა, დანახვის წუთიდან „Top გოგოს“ ვეძახდი. დიდი გზა გავიარეთ, დიდი შრომა ჩადო აქამდე რო მოვსულიყავით. ჯერ დავიწყეთ საქართველოთი (რადგან როგორც ნატა იტყოდა: ჯერ შენ ქვეყანაში უნდა შედგე და შემდეგ სხვაგან დაიმკვიდრო თავი), შემდეგ იტალია „Smart Bambina“ იყო 13 წლის ლიზას მეტსახელი,შემდეგ დიდი ტოკიო,კორეა და ეხლა მილანი, ერთე-რთი დიდი სააგენტოს წევრი გახდა და დღეს მილანის მოდის კვირეულს ამშვენებს ჩემი „Top გოგო”.

 

P.S რაც ყველაზე მეტად მიხარია პატარა ლიზა ნატას იცნობდა, მისი პირველი მზადება პოდიუმისთვის სწორედ ნატას ხელში მოხდა.

 

ეს იმ ჩვენი ოცნებების ხურჯინიდან არის ერთ-ერთი, ცაცულიკ , რომელსაც შეგპირდი რო შევასრულებდით“,- წერს მარიამ გიორგობიანი.

 

(სტილი დაცულია)

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X