18:55 | 2021-09-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ჩანაწერი მაყურებინეს, როგორ აუპატიურებდნენ ჩემს არასრულწოვან შვილს…“ – დიმიტრი სამხარაძე ყოფილი პატიმრის ჩვენებას ასაჯაროებს

„ჩანაწერი მაყურებინეს, როგორ აუპატიურებდნენ ჩემს არასრულწოვან შვილს…“ – დიმიტრი სამხარაძე ყოფილი პატიმრის ჩვენებას ასაჯაროებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მის მხარდამჭერებს მიმართავს. ის აღნიშნული პარტიის მმართველობის დროს ერთ-ერთი მოწმის შემზარავ ჩვენებას იხმობს და ამბობს, რომ „ნაციონალებს“ ამ ისტორიებს გამუდმებით შეახსენებს.

 

„ნაცებო“, არჩევნებამდე, ყოველდღე გაგახსენებთ, რასაც სჩადიოდით, კოლექტიური მეგის ქარდავები!

 

„შუაღამე იყო, შემოვიდა საკანში ბადრაგი, ვლოცულობდი, რატომ კითხულობ სახარებასო, მიშა მაგარია იძახეო! არ ვთქვი, ამის გამო, მაგრად მცემეს, მორგში ჩამიყვანეს, შიშველ მიცვალებულზე დამაწვინეს, ვეწინააღმდეგებოდი, ზონდერები შემოიყვანეს, გამკოჭეს და გვამზე „სკოჩით“ დამაბეს! სამი დღე ვიყავი გვამზე დასკოჩილი, არ ვაღიარე და მერე ჩანაწერი მაყურებინეს, როგორ აუპატიურებდნენ ჩემს არასრულწოვან შვილს!“ – ეს ჩვენებაა, მოწმეების დადასტურებით! მიშა ჰამოდი! დაგხვდები და სახეში გაფურთხებ. ხმას ვინ გაძლევთ იმათ მივმართავ“, – წერს სამხარაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ “ხმა ჩაიგდე, ქართველო სიფათო! არ დაგავიწყდეს, რომ ჩემს ქვეყანაში ხარ!” – ქართველი ბლოგერისა და რუსეთის მოქალაქის კონფლიქტი

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X