11:39 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

„მინა ჩაამსხვრია, ძვირადღირებული ნივთები მოიპარა და მიიმალა“ – თბილისში მანქანის გაქურდვის ფაქტზე 20 წლის ბიჭი დააკავეს

„მინა ჩაამსხვრია, ძვირადღირებული ნივთები მოიპარა და მიიმალა“ – თბილისში მანქანის გაქურდვის ფაქტზე 20 წლის ბიჭი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადაეცათ
2021-09-27ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადაეცათ

 

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული დ.ქ.-ს კუთვნილი ავტომობილის უკანა მინა ჩაამსხვრია, სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X