15:08 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში და მჯერა, რომ ეს პირველივე ტურში იქნება

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში და მჯერა, რომ ეს პირველივე ტურში იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა IPSOS-ის კვლევას ეხმიანება. მისი შეფასებით, არჩევნები რაც უფრო აქტუალური ხდება, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება შედეგების მანიპულაციასთან დაკავშირებით.

დღეს ყველა აზიარებს ამ ფოტოს. მაგრამ მე სულ სხვა ამბავი მაქვს... - დათო ლიკლიკაძე 16 წლის ლიზა კობერიძეზე
2021-09-26დღეს ყველა აზიარებს ამ ფოტოს. მაგრამ მე სულ სხვა ამბავი მაქვს... - დათო ლიკლიკაძე 16 წლის ლიზა კობერიძეზე

 

„გუშინ, თუ არ ვცდები, „ლეიბორისტული პარტიის“ ელემენტარულ კითხვებს ვერ გასცა პასუხი IPSOS-ის წარმომადგენელმა, რომელმაც გააჩინა კითხვები ამ ჩატარებული კვლევის რეალობასთან და ციფრებთან მიმართებით და ხდება თუ არა ამ ციფრების მანიპულირება. დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში და მჯერა, რომ ეს პირველივე ტურში იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

„მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის მიხედვით, კითხვაზე: „შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“ პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 35%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 30%, „საქართველოსთვის – 9%, „ევროპული საქართველო“ – 4%, „ხალხისთვის – 4%, „ლელო“ – 3%, „მესამე ძალა“ – 3%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3%, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%, „დროა“ – 1%, „მოქალაქეები“ – 1%, სხვა პარტიები – 3%.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X