
კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გასაახლებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სამუშაო ჯგუფს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამუშაო ჯგუფი ლაბორატორიული უსაფრთხოების, ბიოლოგიური დაცვის, გენეტიკისა და ცხოველთა დაავადებების სპეციალისტებისგან იქნება დაკომპლექტებული.
ჯანმოში აცხადებენ, რომ 20 მეცნიერისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს დაევალება დაადგინოს გაჩნდა თუ არა ვირუსი ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















