
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილი მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას ეხმაურება.
როგორც პრემიერი ამბობს, თუ ჩამოვა, იგი წავა ციხეში.
„რა თქვა მიხომ ჩამოვდივარო ? ეს კაცი უკვე იმუქრება, რომ ჩამოვა და ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ მშიშარაა და შევა ციხეში. სააკაშვილი ერთადერთი მიზანი არის ჩვენ ქვეყენაში არეულობის შემოტანა და ძალაუფლების დაბრუნება, რაც არის მიუღწეველი ოცნება მისთვის და მისი მკვლელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკშვილმა საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ, 2 ოქტომბერს საღამოს დაანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთების ფოტოც დადო.
ნახეთ ვიდეო ⇓
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















