13:23 | 2021-09-28 ავტორი: Prime Time

ივანე ჩხაიძე: მარტივი არჩევანი გვაქვს – ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან…. 

ივანე ჩხაიძე: მარტივი არჩევანი გვაქვს – ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან…. 

ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა ვერ განხორციელდება.

ბილეთის გამოქვეყნება არაფერს ნიშნავს, ეს სააკაშვილის პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია - გია ხუხაშვილი
2021-09-28ბილეთის გამოქვეყნება არაფერს ნიშნავს, ეს სააკაშვილის პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია - გია ხუხაშვილი

 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა.

 

„მარტივი არჩევანი გვაქვს – ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა.

 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ეროვნული გეგმის მიზანზე, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია არის ის გეგმა, რომელიც ვირუსის ჩინური ვარიანტის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. თუმცა, ეს 60%-იანი ზღვარი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის მინიმალური იყო. ვირუსი შეცვალა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტმა. იქ, სადაც „დელტა“ ვარიანტი არის, მათთვის 60%-იანი ზღვარი საკმარისი არ არის „დელტასთან“ დაკავშირებული უფრო მეტი გავრცელების, მეტი აგრესიულობის გამო.

 

მინიმალური ზღვარი, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ეს არის სწორედ 80%. პანდემიის კონტროლი ნიშნავს, რომ 60%-იანი ვაქცინაციის მოცვის პირობებში ვირუსის გავრცელება, ინფიცირების მაჩვენებელი, ლეტალობის მაჩვენებელი მინიმალურია. 80%-ის შემთხვევაში, პანდემია აღარ არის ქვეყანაში, როგორც პრობლემა. სამედიცინო, სოციალური და სხვა თვალსაზრისით. ამიტომ, პირველი ზღურბლი გვაქვს გადასალახავი. პირველიც ვერ გადავლახეთ, აქ 80%-ზე საუბარი არ არის. ეს ძალიან სერიოზული მიზანია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ 80%-იანი მოცვა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა. 60%-ის იმედი გვქონდა. ამიტომ, ჩვენ კონტროლზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ავტორი: Prime Time

X