14:56 | 2021-09-28 ავტორი: Prime Time

სასაცილოა რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება – თეა წულუკიანი სააკაშვილზე

სასაცილოა რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება – თეა წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც წულუკიანი ამბობს, ამ ყველაფერს იგი სერიოზულად ვერ აღიქვამს.

 

„იმედი მაქვს, არავის ეწყინება რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღიქვამ. ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს რომ არის თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც მოგვისმენია და ასევე სასაცილოა რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა 2 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთის ფოტოც დადო. 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X