19:23 | 2021-09-28 ავტორი: Prime Time

ამიხსენით თუ შეიძლება: ჯერ ჩვენ ვიცავთ მიშას და მერე ერთად ვიცავთ ხმებს? – ნინო ჯანგირაშვილი

ამიხსენით თუ შეიძლება: ჯერ ჩვენ ვიცავთ მიშას და მერე ერთად ვიცავთ ხმებს? – ნინო ჯანგირაშვილი

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ეხმაურება.

 

„მიშა ამბობს, ჩამოვდივარ და თქვენთან ერთად უნდა დავიცვა ხმებიო. ოღონდ როგორც ირკვევა, მანამდე ჩვენ უნდა დავიცვათ მიშა. ვინმე საქმეში ჩახედულმა გამჭრიახმა თანმიმდევრობა ამიხსენით თუ შეიძლება: ჯერ ჩვენ ვიცავთ მიშას და მერე ერთად ვიცავთ ხმებს? თუ ჯერ მიშა დაიცავს ხმებს და მერე ჩვენ ვიცავთ მიშას? თუ ყველა ერთად ერთდროულად ვიცავთ მიშას და ხმებს? რამე სხვა ვარიანტიც არსებობს ალბათ და შემომაშველეთ“, – წერს ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა 2 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთის ფოტოც დადო. 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X