16:16 | 2021-09-28 ავტორი: Prime Time

ასიათასობით კაცი ვანახებთ მასაც და მის „გამომშვებსაც“, როგორ უნდა ერის სულში ჩაფურთხება – რუსუდან შარაძე

ასიათასობით კაცი ვანახებთ მასაც და მის „გამომშვებსაც“, როგორ უნდა ერის სულში ჩაფურთხება – რუსუდან შარაძე

თბილისში მოკლული მეცნიერის, გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, სააკაშვილს ასიათასობით ადამიანი აგებინებს პასუხს.

 

„ჩამოვიდეს! დამთავრდეს ეს სიგიჟე ერთხელ და სამუდამოდ! ჩააგდებენ ციხეში და ერთი გაბედოს ვინმემ და გამოუშვას კი არა, მცდელობა მაინც გამოხატოს. ასიათასობით კაცი ვანახებთ მასაც და მის „გამომშვებსაც“, როგორ უნდა ერის სულში ჩაფურთხება. ეს ის ერთადერთი (ერთადერთი!) შემთხვევაა, როდესაც ხალხის რისხვის მჯერა, რადგან ამ ხალხს საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი სისხლი და წამება.

 

მიშა, ერთი ჩამო, ჩამოეთრიე შე არამზადა და ნახავ, რაც მოგივა, მაგრამ რისი თავი გაქვს შე ლაჩარო, მეგის ქარდავას ძმაკაცო“, – წერს შარაძე.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X