16:37 | 2021-09-28 ავტორი: Prime Time

ჯერ ჩვენ ვიცავთ მიშას და მერე ერთად ვიცავთ ხმებს?… თანმიმდევრობა ამიხსენით თუ შეიძლება – ჯანგირაშვილი

ჯერ ჩვენ ვიცავთ მიშას და მერე ერთად ვიცავთ ხმებს?… თანმიმდევრობა ამიხსენით თუ შეიძლება – ჯანგირაშვილი

“ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება და სოციალურ ქსელში მომხმარებლებს მიმართავს:

 

“მიშა ამბობს, ჩამოვდივარ და თქვენთან ერთად უნდა დავიცვა ხმებიო. ოღონდ როგორც ირკვევა, მანამდე ჩვენ უნდა დავიცვათ მიშა.

 

ვინმე საქმეში ჩახედულმა გამჭრიახმა თანმიმდევრობა ამიხსენით თუ შეიძლება. ჯერ ჩვენ ვიცავთ მიშას და მერე ერთად ვიცავთ ხმებს? თუ ჯერ მიშა დაიცავს ხმებს და მერე ჩვენ ვიცავთ მიშას? თუ ყველა ერთად ერთდროულად ვიცავთ მიშას და ხმებს? რამე სხვა ვარიანტიც არსებობს ალბათ და შემომაშველეთ“,- წერს ჯანგირაშვილი.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X