19:22 | 2021-09-29 ავტორი: Prime Time

ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია – ბიძინა კულუმბეგოვი

ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია – ბიძინა კულუმბეგოვი

ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, ამ ქვეყნებში პანდემია დასრულებულია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

 

„ისრაელის მაგალითით ხშირად გვიპირისპირდებიან ვაქცინებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხალხი, აი ხომ ხედავთ, იქ ისევ მაღალია შემთხვევები და შედარებით მაღალია სიკვდილიანობა.

 

ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია, ევროპის და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ გადაუსწრო მათ ვაქცინაციის მოცვის ხარისხით. ერთი რამე თვალსაჩინოა და უდაოა, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

 

დაგაინტერესებთ სხვა საინტერესო სიხალეები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X