
ვისაც საყვედური ეკუთვნის, მხოლოდ საკუთარი თავია… მიზეზებს რომ ამოვხსნით, მერე ყველა წინააღმდეგობა დაიძლევა, – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
„არ არის რთული სხვას სიკეთე და ბედნიერება უსურვო… შორიდანაც დადებითი ემოციებით და ფიქრებით ხელი შეუწყო… სხვისი წარმატებით გაიხარო… არ არის რთული განსაცდელის დროსაც ადამიანის სახე შეინარჩუნო და გამოწვევები სიმშვიდით აიტანო… ისიც არ არის რთული, რომ მიხვდე, განსაცდელი თავისით არ მოდის, ის ჩვენ გამოვიძახეთ და სადღაც შეცდომა დავუშვით…
ვისაც საყვედური ეკუთვნის, მხოლოდ საკუთარი თავია… მიზეზებს რომ ამოვხსნით, მერე ყველა წინააღმდეგობა დაიძლევა… ყველაფერი ისედაც მარტივია, მთავარია არ გავართულოთ,“ – წერს პეტრე კოლხი.
დაგაინტერესებთ სხვა საინტერესო სიხალეები ⇓























