
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე წერს.
მისივე თქმით, კოვიდის შემდეგი ტალღა, 2-2,5 თვეში გამოჩნდება.
„კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%!
– აცრა გაიკეთა მოსახლების 21% – მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ მაგრამ ეჭვი მაქვს აქ 80% ის ხალხია ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა
– გამოდის ჩვენი მოსახლეობის 60% სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება!
– წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში, “ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.






















