
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „დღის კურიერის” ეთერში განმარტავს, რატომ დადგა „ბუსტერ” დოზის საჭიროება.
„მე-3, “ბუსტერ” დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. მე-3 “ბუსტერ” დოზა კეთდება, მე-2 დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ, როგორც კოვიდგადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულებს თანდათან კლება ახასიათებს.
იმასაც ამბობენ, რომ ანტისხეულების მოქმედება ზოგიერთ შემთხვევაში 1-2 წელი გრძელდება მაგრამ უმეტესად 6 თვის შემდეგ იკლებს, ამიტომ არის ეს დრო დადგენილი ბუსტერისთვის,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:






















