11:25 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი საქართველოში არ არის – ირაკლი კობახიძე

სააკაშვილი საქართველოში არ არის – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიზე აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის. მანამდე ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით ვიდეო გაავრცელა:

სააკაშვილი: ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება
2021-10-01სააკაშვილი: ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება

 

მან ამომრჩევლებს მოუწოდა, 2 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდნენ და შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ.

 

„ჩვენ უნდა მივიდეთ 2 ოქტომბერს, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3 ოქტომბერს შევიკრიბოთ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი გავავსოთ. თუ 100 ათასი ადამიანი ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება. აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლე, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა აქ ჩამოვსულიყავი. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X