11:35 | 2021-10-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

როგორ შემოვიდა, ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ ის საქართველოშია – ზაალ უდუმაშვილი სააკაშვილზე

როგორ შემოვიდა, ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ ის საქართველოშია – ზაალ უდუმაშვილი სააკაშვილზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაალ უდუმაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მან ამის შესახებ ინფორმაცია დღეს სოცქსელების მეშვეობით გაიგო.

ეს არის მორიგი კლოუნადა და ის არ შემოსულა საქართველოში - გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილზე
2021-10-01ეს არის მორიგი კლოუნადა და ის არ შემოსულა საქართველოში - გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილზე

 

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არა აქვს მნიშვნელობა თუ როგორ ჩამოვიდა საქართველოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მისი თქმით, მთავარია, რომ სააკაშვილი საქართველოშია.

 

„კომუნიკაცია ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილთან არ გვქონია. მეც დილით შევიტყვე „ფეისბუკის“ მეშვეობით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.

 

როგორ შემოვიდა საქართველოში, როგორ ჩამოვიდა – ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი არის ახლა, რომ ის საქართველოშია. მთავარი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხვალინდელ არჩევნებში. ახლა ძალიან მშვიდად და წყნარად ჩვენ ხვალ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ.“ – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთ „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა და ასევე ვიდეოც გაავრცელა, რომ უკვე საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში იმყოფება. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ადასტურებს.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X