
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად უნდა წარიმართოს.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, აქ არის, არ არის. ვნახავთ მოვლენების განვითარებას. პირველი, ზუსტად იმავეს ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი. ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად მშვიდობიანად. ამაზე ყველას აქვს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“. ჩვენ, ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად.
ხვალ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, სადაც ადამიანების ნება იქნება ბოლომდე გამოხატული. როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე უნდა გაგრძელდეს ამ ქვეყანაში ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ხალხს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ცვლილებების სასარგებლოდ. დანარჩენი კონკრეტულად როგორ განვითარდება მოვლენები, მე მართლა არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.
თუ შემოსულია, ჩამოშლილია „ქართული ოცნება“, რა ვიცი, სკოლის მასწავლებლებს დასდევენ, მაგრამ ეს არ არის სიახლე. ყველაზე მთავარია, ეს ორი დღე და შემდგომი დღეები გავიაროთ აბსოლუტურად მშვიდობიანად და ყველა დავემორჩილოთ ხალხის ნებას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთ „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა და ასევე ვიდეოც გაავრცელა, რომ უკვე საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში იმყოფება. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ადასტურებს.
ასევე ნახეთ:























