
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება. მისივე თქმით, ის საქართველოში არ არის.
„მე ვფიქრობ ყველაფრის უნარი დაკარგა ამ საზოგადოების ნაწილმა!
1. მიშა აქ აარის და გეტყვით – ის უკრაინაში რო დააკავეს 24სთ-იც არ დაჭირდა,რომ შეწყალებისთვის მიემართა პეტრე პოროშენკოსთვის.
2. კაცი რომელიც იბრძვის როგორც ამბობს ქვეყნის გადარჩენისთვის და ა.ს.შ ის ჩვეულებრი რეისით ჩამოფრინდებოდა,მაგრამ ხო ვიცით ვისთან გვაქვს საქმე.
3. ჩემა მეგობარმა ნახა დღეს დილით უკრაინაში. ჭიტა
p.s. პირწმინდათ მოიგებს პარტია”ქართული ოცნება” და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება! 41,“ – წერს ზურა ხაჩიძე.

ასევე ნახეთ:























