13:41 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

„ეს ბევრად უარესია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ“ – როგორ ვრცელდება ყალბი პოლიტიკური და პერსონალური ვიდეოები?

„ეს ბევრად უარესია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ“ – როგორ ვრცელდება ყალბი პოლიტიკური და პერსონალური ვიდეოები?

მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია და ამის დასტურად, გაავრცელა ვიდეო-კადრები, რომელიც მისი თქმით, ბათუმშია გადაღებული.

 

ძებნაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე საქართველოში ვერც საკუთარმა თანაპარტიელებმა და ვერც სამართალდამცველებმა ვერ ნახეს.

VIDEO: სააკაშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს - რას ამბობს ამჯერად
2021-10-01VIDEO: სააკაშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს - რას ამბობს ამჯერად

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო-კადრები ყალბია და რეალურად ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

 

„ქართულ ოცნებაში“ ვარაუდოებენ, რომ სააკაშვილის ვიდეობი ე.წ. Deepfake-ია, რომელსაც ყალბი ამბების გასავრცელებლად ხშირად იყენებენ.

 

ბოლო ხანს, ე.წ. Deepfake-ის სამიზნე არაერთი ცნობილი პოლიტიკოსი გახდა, მათ შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი. მაგალითად, 2018 წელს ხელოვნური ტექნოლოგიით შექმნილი Deepfake ვიდეო ასახავდა ბარაკ ობამას განცხადებას, რომელიც სინამდვილეში მას არასოდეს გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ დეზინფორმაციას საზოგადოებაში მძლავრი რეაქცია მოჰყვა. „ამ ტიპის ტექნოლოგიის და შესაძლებლობების გამოყენება უფრო ადვილი გახდება”, – თქვა მეტ ტურეკმა, რომელიც ხელმძღვანელობს პენტაგონის თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს ოფისს და ორიენტირებულია მანიპულირებული მედიის გამოვლენაზე.

 

ხელოვნური ინტელექტის მქონე “სინთეტიკური მედიის” კვლევით, ყალბი ვიდეოები მრავლდება სოციალურ მედიასა და ინტერნეტში, მათი უმრავლესობა კი ორიენტირებულია პოლიტიკაზე. „ეს ბევრად უარესია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ”, – ამბობს CREOpoint-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟან კლოდ გოლდენშტეინო.

 

„იმ დროს, როდესაც პოლიტიკური არასტაბილურობა დაჩქარებულია, ტექნოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული ვიდეო მანიპულაციები კატასტროფულად აზიანებს გარემოს“, – ამბობს მკვლევარი.

 

2019 წლის სექტემბრიდან მხოლოდ აშშ-ში, რეალობად წარმოჩენილი ყალბი ვიდეობის ნახვამ ასობით მილიონი ნახვა დააგროვა. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასეთი ვიდეობი შეიქმნა ჯო ბაიდენის, ნენსი პელოსის, მაიკ პენსის და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დონალდ ტრამპის მიმართ. რიგ შემთხვევაში ყალბი ვიდეობი სამიზნეებს წარმოაჩენდა კომიკურ პერსონებად, რიგ შემთხვევაში კი მათ არაკომპეტენტურობას უსვამდა ხაზს. სხვადასხვა დროს Deepfake-ის სამიზნეები გახდნენ ვლადიმერ პუტინი, ბორის ჯონსონი და ანგელა მერკელიც, რომლებზეც შექმნილი ყალბი ვიდეოები სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

როგორც წესი, Deepfake გამოიყენება მათი სამიზნეების დისკრედიტაციისთვის, ცილისწამებისთვის, მოვლენების მანიპულირებისთვის, განცხადებების ან მტკიცებულებების გასაყალბებლად და სკანდალების შესაქმნელად. ისინი დამზადებულია ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის მსგავსად, როგორიცაა FakeApp. ხშირად სოციალური მედია და სხვა ონლაინ პლატფორმები, ვერ ახერხებენ ვიდეოს იდენტიფიცირებას და ამოღებას, ან ზოგჯერ უარს ამბობენ ამის გაკეთებაზე, მაშინაც კი, როდესაც ისინი მათთვის იდენტიფიცირებულია. „ჩვენ უკვე იმ წერტილში ვართ, როდესაც ვერ ნახავთ განსხვავებას ფეიქსა და ნამდვილ ამბებს შორის,” – განუცხადა BBC– ს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰაო ლიმ, რომელმაც ამის საილუსტრაციოდ მოიყვანა ვიდეო, სადაც ის თითქოს დაოსის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

 

ეს არის მოდელირებული ქრონიკის შემქმნელისგან, მოდელირებული ბათუმის ახალი ქრონიკა - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე
2021-10-01ეს არის მოდელირებული ქრონიკის შემქმნელისგან, მოდელირებული ბათუმის ახალი ქრონიკა - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე

 

მსგავსი ყალბი ვიდეობი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით იქმნება. მანიპულირბეულ ვიდეობში ადამიანების – ხშირად პოლიტიკოსების ან ცნობილი პერსონების – სახის, ან სრული გარეგნობის შეცვლით. პროფესორმა ჰაო ლიმ მეტი დამაჯერებლობისთვის „ბიბისის“ გააცნო რამდნეიმე მაგალითიც: მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ტერეზა მეის და ფეხბურთელ ლიონელ მესის Deepfake ვიდეოები, რომელთა სახეები რეალურ დროში გადატანილია ჰაო ლის გამოსახულებაზე „მათი გარეგნული თვისებები და გამონათქვამები თითქმის შეუმჩენვლად ერწყმის ჩემსას“, – ამბობს პროფესორი.

 

ეს ვიდეობი უფრო კომიკურია, ვიდრე ბოროტი ხუმრობა, თუმცა პროფესორმა მაგალითად მოიყვანა კიდევ ერთი ყალბი ვიდეო, რომელიც თითქოს მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ლიდერის სიტყვებს ასახავდა და შეუძლებელი იყო განსხვავების პოვნა, რეალურსა და ყალბ განცხადებას შორის. „უბრალოდ დაფიქრდით დეზინფორმაციის ამ პოტენციალის ბოროტად გამოყენებაზე და წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ვნახოთ“, – ამბობს პროფესორი ლი.

 

Deepfake-ები მსოფლიო პოლიტიკაში პირველად 2017 წელს გამოჩნდა. პოლიტიკოსები ამ ბინძური მეთოდის გამოყენებაში ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მათგანია სან პაულუს გუბერნატორი ჟოაო დორია.

 

2018 წელს დაქორწინებულმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდეო, რომელიც თითქოსდა მის ორგიაში მონაწილეობას ასახავდა სიცრუე და მანიპულაციაა, თუმცა მან ვერ შეძლო საბოლოოდ დაემტკიცებინა ეს. სპეციალსტები ამბობენ, რომ განსაკუთრბეულ საფრთხეს წარმოადგენს ამ პოტენციალის გამოყენება პოლიტიკური დეზინფორმაციისთვის საარჩევნო კამპანიებში.

 

„არჩევნები ისედაც მანიპულირდება ყალბი ახალი ამბებით, ასე რომ წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ კომპლექსს დაამატებთ დახვეწილ Deepfake-ს?!” – ამბობს პროფესორი ლი.

 

„ეს შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს განვითარებად ქვეყნებში, სადაც ციფრული წიგნიერება უფრო შეზღუდულია. იქ თქვენ ნამდვილად მოახდენთ გავლენას საზოგადოების რეაქციაზე. თქვენ შეგიძლიათ გაავრცელოთ ისეთი სიყალბდე, რასაც ხალხის შოკის გამოწვევა შეუძლია“, – აცხადებს პროფესორი ლი.

ავტორი: Prime Time

X