
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოდან, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს სპეციალური ჯავშანტექნიკა, ე. წ. კობრები ბათუმის მიმართულებით დაიძრნენ. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საპასუხოდ მან მეორე ვიდეოც დადო და მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა.
ასევე ნახეთ:
ავტორი: თეა შონია






















