
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა. დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით:
„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მოგვიანებით სააკაშვილმა ვიდეოებიც გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ იგი ახლა ბათუმშია.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა „მესამე ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე. როგორც ვაშაძე ამბობს, რევოლუციური სცენარი ახლა სახელმწიფოსთვის დამღუპველი იქნება.
„მნიშვნელობა არ აქვ დაბრუნდა თუ არა. ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის. ორივე შეთხვევაში ზიანდება ჩვენი სახელმწიფო. კიდე ერთი მტკიცებულება არის იმისი, რომ არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას ამ ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებს. დაიძვრება თუ არა კოლონები, იმ კოლონებში მე არ ვიქნები და რევოლუციური სცენარი საქართველოსთვის დღეს იქნება დამანგრეველი“,- ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
ასევე ნახეთ:























