
მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა და ნათლად დაგვანახა მთავრობის სახე“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრო რულოვსმა განაცხადა.
სანდრა რულოვსის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებულია:
„მან შეასრულა თავისი დაპირება! მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება.
ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი – ყველა რეფერენდუმზე!! მიშა გამარჯვებულია“, – აცხადებს რულოვსი.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ პოლიტიკოსთან ოჯახი შექმნა. ვიდეოს, სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტის მეორე ნახევარი, უკრაინელი პოლიტიკოსი ლიზა იასკო ავრცელებს.
„ჩვენ ვართ ერთად, მე და ლიზა ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მე მქონდა მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ძველი ურთიერთობებისა, მადლობელი ვარ ყველასი“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















