01:03 | 2021-10-02 ავტორი: Prime Time

აშშ-ის საელჩო საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო 2 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

იცით, რომელ საარჩევნო უბანზე აძლევთ ხმას? - გადაამოწმეთ საკუთარი თავი
2021-10-02იცით, რომელ საარჩევნო უბანზე აძლევთ ხმას? - გადაამოწმეთ საკუთარი თავი

 

„საქართველოში არჩევნების შაბათ-კვირაა. აშშ-ის საელჩო ახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება გაამახვილონ ხალხის დიდი მასების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, საპროტესტო აქციის გასამართად შეიკრიბონ. საქართველოს აქვს დაუგეგმავი, სპონტანური პროტესტის გამოცდილება, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას. მთელი თბილისის მასშტაბით, როგორიცაა რუსთაველის გამზირი, პარლამენტი და სხვა სამთავრობო შენობები, ამ პროტესტების კერას წარმოადგენენ.

 

გასათვალისწინებელი ქმედებები:​ სიახლეებისთვის თვალყური ადევნეთ ადგილობრივ მედიას; არ მიიქციოთ ყურადღება; იყავით ინფორმირებული თქვენი გარშემომყოფების შესახებ; გადახედეთ თქვენი პირად უსაფრთხოების გეგმებს“, – აღნიშნულია საელჩოს გაფრთხილებაში.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X