08:52 | 2021-10-02 ავტორი: Prime Time

თბილისის მერის თანამდებობისთვის არჩევნებში 16 კანდიდატი იბრძვის

თბილისის მერის თანამდებობისთვის არჩევნებში 16 კანდიდატი იბრძვის

თბილისის მერის თანამდებობისთვის არჩევნებში 16 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან:

 

  • თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;

 

  • ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5;

 

  • გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8;

 

  • ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9;

 

  • მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10;

 

  • გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13;

 

  • თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15;

 

  • გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20;

 

  • არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23;

 

  • გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25;

 

  • ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29;

 

  • ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30;

 

  • ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37;

 

  • კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41;

 

  • ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48;

 

  • გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50.

 

თბილისში ხმის მიცემის უფლება 1 002 900 ამომრჩეველს ექნება. მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X