
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე დაკავებულია. 1-ელ ოქტომბერს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერდა მიხეილ სააკაშვილი.
მოგვიანებით სააკაშვილმა ბათუმიდან ვიდეოებიც გაავრცელა.
თავდაპირველად მმართველ პარტიაში ამბობდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და უკრაინაში იმყოფებოდა. საღამოს კი იგი თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი ციხეში სახალხო დამცველმაც მოინახულა. ექსპრეზიდენტი ამ დროისთვის შიმშილობას აცხადებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ იცოდნენ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე, რომ იგი საქართველოში იყო.
როგორც კობახიძე ამბობს, იმისთვის, რომ სპეცოპერაციას წარმატებით ჩაევლო, საჭირო იყო კონფიდენციალურობა დაცული ყოფილი.
„ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად. სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის იმისთვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს მიზანს, კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული.
როდესაც ადამიანი ხვდება ციხეში, ეს თავისთავად არის მძიმე მოვლენა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ მაშინ, როცა იყო ხელისუფლებაში და შემდეგ ოპოზიციაში, ახლაც იგივეთი იმუქრებოდა. ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. ამიტომ სამართალდამცველებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ ეს აცილებული ყოფილიყო.
მიხეილ სააკაშვილი მომიკითხეთ ციხეში. არც აქციის ჩატარების, არც ქვეყნის გადატრიალების რესურსი მათ არ აქვთ“,- ამბობს კობახიძე.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























