
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ნიკა მელია საარჩევნო უბანზე მივიდა. მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლების მთავარი ღერძი იყოს უსამართლობა, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს.
ვისაც არ გვინდა ვიხილოთ ის სურათი, რომელიც გუშინ ვიხილეთ, არაგულწრფელი ხელისუფლება, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტყუის და არც ერთი სიტყვა აღარ დაეჯერება.
მათ პირობებში, რაც არ უნდა ნიჭიერები ვიყოთ, გასაქანი უბრალოდ არ აქვს, ამიტომ ყველანი საარჩევნო უბნებზე. იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშნველოვანი ფურცელი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















