10:48 | 2021-10-02 ავტორი: Prime Time

ახალქალაქში სახურავის ჩამოვარდნის გამო საარჩევნო უბანი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს

ახალქალაქში სახურავის ჩამოვარდნის გამო საარჩევნო უბანი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს

ახალქალაქში სახურავის ჩამოვარდნის გამო საარჩევნო უბანი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს. ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ წევრმა, დარეჯან გიორბელიძემ განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა მსგავსი ხარვეზებიც ფიქსირდება.

 

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაფიქსირდა ხარვეზი. ახალქალაქის 27-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო უბანი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა. მისი გადატანის მიზეზად სახურავის ჩამოვარდნა დასახელდა“,- ამბობს დარეჯან გიორბელიძე.

 

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს
2021-10-02მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

 

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

 

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X