10:52 | 2021-10-02 ავტორი: Prime Time

გარდაბანში ორ ამომრჩეველს მარკირების სითხის ნაცვლად, შეცდომით სადეზინფექციო სითხე დაასხეს

გარდაბანში ორ ამომრჩეველს მარკირების სითხის ნაცვლად, შეცდომით სადეზინფექციო სითხე დაასხეს

გარდაბანში ორ ამომრჩეველს შეცდომით მარკირების სითხის ნაცვლად, სადეზინფექციო სითხე დაასხეს.

 

ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ წევრმა, დარეჯან გიორბელიძემ განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა მსგავსი ხარვეზებიც ფიქსირდება.

 

„გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს შეცდომით მარკირების სითხის ნაცვლად სადენზიფექციო სითხე დაასხურეს ხელზე. შემთხვევა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ იქნა გამოვლენილი, კერძოდ, მანდ შეამოწმა მარკირების სითხე“,- განაცხადა დარეჯან გიორბელიძემ.

 

კიდევ ერთი სახალისო შემთხვევა ახალქალაქში მოხდა, სადაც სახურავის ჩამოვარდნის გამო საარჩევნო უბანი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს. უბნის გადატანა თავმჯდომარის მიერ თვითნებურად მოხდა.

 

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს
2021-10-02მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

 

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

 

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X