
ჩოხატაური ხევის საარჩევნო უბანთან 30 მეტრის რადიუსში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ ბერიძე იმყოფებოდა.
მას ამ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრად თავისი შვილი, ანა ბერიძე ჰყავს დანიშნული.
ჯემალ ბერიძე ითხოვდა, რომ სპეციალური სიით მაჟორიტარისთვისაც მიეცა ხმა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი დაწერეს.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















