
სარფში, N27 საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა ჯევაიში დამკვირვებელს ეძახის და გამოჰყავს საარჩევნო უბნიდან.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















