ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაცია ეხება როგორც დარღვევებს, ისე საარჩევნო უბნებზე მომხდარ სახალისო ამბებს.
ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, მარნეულში, საარჩევნო უბნის გახსნამდე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს კენჭისყრის კაბინები შემობრუნებული დახვდა.
ცენტრის ინფორმაციით, დამკვირვებელმა რამდენჯერმე მოითხოვა კაბინების დადგმა ისე, რომ ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულიყო.
„კომისიის წევრები ბოლოს მიხვდნენ, როგორ უნდა დაედგათ კაბინები და უბნის გახსნამდე პრობლემა მოგვარდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის პრობლემაზე.
ამავე უბანზე იყო განათების პრობლემა, რის გამოც კომისიის მდივანს საქმიანობის დაწყება თავისი მობილური ტელეფონის განათების ფონზე მოუხდა.

კომისიის თავმჯდომარემ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დამკვირვებლის თხოვნა და დაამატა ნათურები საარჩევნო უბანზე“, – ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციაში.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები