
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს. შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიას მიმართავს.
„მინდა გავაფრთხილო „ეგზიტპოლმაისტერი” ნიკა გვარამია, როგორც კი გამოაცხადებს ე.წ ვითომ იპსოსის ტრადიციულად ჩვენს მიმართ ხელისუფლებასთან სავაჭროდ გაყალბებულ ეგზიტპოლს, მიიღებს პასუხს და შემდეგ ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის“,- ამბობს შალვა ნათელაშვილი.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























