
„აქამდე საჯაროდ არ მითქვამს, თუმცა ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ ეს ამბავი. დღეს უკვე მე-10 დღეა, რაც ჩემი ღვიძლი დეიდაშვილი, ფაქტიურად ჩემი უფროსი ძმა , რომელიც ნაძირალა საახოვის ბანდიტურმა სტრუქტურებმა სოდ-ის ჩანერგილი აგენტების უბინძურესი პროვოკაციის განხორციელების შედეგად 2010 წელს დააპატიმრეს შეთითხნილი ბრალდებით საკუთარ სამუშაო კაბინეტში მაშინდელ ეკონომიკის სამინისტროში – კოვიდს ებრძვის “გერმანულ ჰოსპიტალში”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მირიან ყარაულაშვილი წერს.
„რა თქმა უნდა, დროულმა ვაქცინაციამ გვიშველა და მაინცდამიანც ტრაგიკულ ფორმებში არ განვითარებულა, თუმცა საკმაოდ მძიმე სიმპტომებით მიდიოდა ვირუსის მკურნალობა.
დღეს დამირეკა დილით და მითხრა- გადასატანი სპეცყუთი მოვითხოვე ხმის მისაცემად და ეხლა ველოდები, ხმა უნდა მივცე არჩევნებშიო.
არც მიკითხავს ვისთვის აპირებდა ხმის მიცემას – ჩემთვის უსიტყვოდაც ყველაფერი გასაგები იყო.
ეხლა დავურეკე, მოვიკითხე გამოჯანმრთელების მიმდინარეობის პროცესი.
64 წლის კაცი ბავშვივით მხიარულად შემხვდა ტელეფონზე:
– რაც ეგ ნაბიჭვარი დაიჭირეს, იმ წუთიდან გამომჯობინებისკენ წავედი, ის მაღალი სიცხეები, მთელი კვირა რომ მტანჯავდა, პრემიერ-მინისტრის და მინისტრების გუშინდელი საღამოს ბრიფინგის შემდეგ უკვალოდ გაქრა, დღეს მართლა ხოშიანად ვგრძნობ თავს, ცოტა ადრე მაინც დაეჭირათ ეგ ნაძირალა, ამ ბოლო დღეების სიცხეებს ხომ მაინც გადავურჩებოდიო!
… აბა , რა გითხრა ჩემო ძმაო- როცა ჩამოეთრა, მაშინ დაიჭირეს!!! ესაა სულ“- წერს მირიან ყარაულაშვილი.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























