10:57 | 2020-04-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დღეს კორონავირისით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

დღეს კორონავირისით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

 

ეზუგბაიას თქმით, დღემდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან სულ 22 პირი გამოჯანმრთელდა, დღეს კი მათი რიცხვი 23-მდე გაიზრდება. შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 29 მდე გაიზრდება.

 

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული.

ჯამში საქართველოს 28 გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს.

 

ბოლო მონაცემებით, კი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 156 ადამიანია. 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X