
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ლაბორატორიიდან კლინიკამ შვიდი პაციენტის პასუხი მიიღო, მათგან ექვსი უარყოფითი და ერთი დადებითია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევა კარანტინის ზონიდან გადაყვანილი პირია, თურქეთში მოგზაურობის ისტორიით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აქვს.
ცნობისთვის, ქუთაისში ცხელების ცენტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში 26-მა მოქალაქემ მიმართა. დირექტორის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, ამჟამად ცენტრში 12 პაციენტი სხვადასხვა განყოფილებებში მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















