12:02 | 2021-10-03 ავტორი: Prime Time

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს

საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვინ სად იმარჯვებს - არჩევნების შედეგები ყველა ოლქში
2021-10-03ვინ სად იმარჯვებს - არჩევნების შედეგები ყველა ოლქში

მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური შედგება, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

„რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, სამი შემთხვევაა, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ. სხვა შემთხვევაში არის ძალიან დიდი უპირატესობა, როგორც თბილისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენსა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებდა ამ არჩევნებს და თქვენი პოლიტიკური პარტია („ნაციონალური მოძრაობა“) დამაჯერებლად წააგებდა, შესაბამისად, ძალიან მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X