
იტალიის ქალაქ მილანის გარეუბანში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თვითმფრინავი, რომელიც მილანის აეროპორტიდან აფრინდა, სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ორი მფრინავი და ხუთი მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი.
თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავი ორსართულიან შენობას შეეჯახა, რომელიც მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ცარიელი იყო.
შეჯახების შედეგად, ირგვლივ მდგარი რამდენიმე ავტომანქანაც დაიწვა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















