
რუსთავის ციხეში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან. ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა:
“სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა, პარასკევიდან მოყოლებული მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშვილი. დღეს გვექნება შესაძლებლობა რომ შევხვდეთ მას.
მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყოს სტანდარტული შემთხვევა, სადაც სამუშაო საათების არარსებობის გამო უარი უნდა ეთქვათ ადვოკატებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე, რადგან ის დაკავებული იყო სწორედ არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის საშუალება,” – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















