
პოლიციამ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ბინის მეპატრონე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
ადამიანი, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმალებოდა ელგუჯა ცომაიაა. ექსპრეზიდენტს ბინა მან 30 სექტემბერს გადასცა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა.
2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ ბინაში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, სადაც აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელგუჯა ცომაიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბრალდება აბსურდულია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. მას იმავე დღეს შეხვდა სახალხო დამცველი და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. სააკაშვილს დღეს ადვოკატებიც ხვდებიან.
ნახეთ ვიდეო: ვინ არის კაცი, რომელიც თბილისში სააკაშვილს მალავდა
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 39 ქვეყნიდან მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ – ნახეთ, არის თუ არა საქართველო ამ სიაში























