15:27 | 2021-10-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„როგორც იქნა, ვეღირსეთ!“ – ცნობილების შვილების პირველი დღე სკოლაში

„როგორც იქნა, ვეღირსეთ!“ – ცნობილების შვილების პირველი დღე სკოლაში

დღეს 4 ოქტომბერია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სკოლებში დისტანციური სწავლება შეწყდა და მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლეს.

 

პანდემიურ, შეზღუდულ გარემოს მობეზრებული ბავშვები, ალბათ, გულისფანცქალით მიუყვებიან სკოლებისკენ მიმავალ გზებს. სოციალური ქსელი შესაბამისად გამოწყობილი მოზარდების ფოტოებით უკვე აჭრელდა. ტრადიციულად, ამ დღეს ბავშვზე არანაკლებ გახარებული მშობელია.

 

გთავაზობთ, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი დედების პოსტებს, რომლებმაც შვილები სკოლაში უკვე გააცილეს.

 

„როგორც იქნა, ვეღირსეთ სკოლის დაწყებას“ – წერს მეცო-სოპრანო თამარ ივერი და შვილების ფოტოებს აქვეყნებს.

ტელესახე ხატია სიჭინავამ გასულ წელს კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ის სხვა მშობელთან ერთად დისტანციურ სწავლებას აპროტესტებდა. ხატიამ ამჯერად მესამე გოგონაც მიიყვანა სკოლაში.

„გილოცავთ ნორმალურ გარემოში სკოლის დაწყებას.  დიდხანს შენარჩუნებას გისურვებთ,  განსაკუთრებით, პირველ კლასელებს. ჩემი ევა პირველ კლასშია“, – წერს სოცქსელში სიჭინავა.

სკოლისკენ ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის ვაჟიც გაეშურა. მოდელმა ლუკას ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა.

მოდელმა და ტელეწამყვანმა ირინა ონაშვილმა უფროსი ვაჟი სკოლაში, ხოლო უმცროსი ბაღში მიიყვანა.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X