12:48 | 2021-10-04 ავტორი: Prime Time

დავით ზალკალიანი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნაში ასახული ყველა შენიშვნა და ხარვეზი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული

დავით ზალკალიანი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნაში ასახული ყველა შენიშვნა და ხარვეზი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული

დავით ზალკალიანის თქმით, მასშტაბი, რომლითაც საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში იყვნენ წარმოდგენილები, უპრეცედენტოა. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დამკვირვებლებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს, მათ ანგარიშებში მოხსენებული ხარვეზები გათვალისწინებული იქნება.

 

„რა თქმა უნდა, წინასწარ კვლევაში შესაბამის ხარვეზებსა და ნაკლებზე იყო გაკეთებული აქცენტი. მაგრამ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელთან და დირექტორთან ჩემს გუშინდელ შეხვედრაზეც აღინიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იქ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის ჩვენზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, იქაც არის მსგავსი დარღვევები. თუმცა ყველა შენიშვნა და ხარვეზი, რომელიც ასახული არის წინასწარ დასკვნაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. ერთხმად იყო აღნიშნული, რომ წინა, საპარლამენტო არჩევნებიდან გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არის თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმ რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით, რაც იყო წარმოდგენილი როგორც ეუთოს, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X