
ლელა კაკულია, რომელიც თავს წინასწარმეტყველს ეძახის, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბრუნებაზე საუბრობს. კაკულია ირწმუნება, რომ აღნიშნული ვიდეო 2014 წელს არის გადაღებული და მისი პროგნოზით, ხელისუფლებაში ახალგაზრდები მოვლენ.
“2014 წლის ნოემბერში ჩაწერილი ინტერვიუს ეს მონაკვეთი, ისევე როგორც მისი სრული ტექსტობრივი ვერსია, წარსულში უკვე იყო გამოქვეყნებული და შესაბამისად, ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს.
თუმცა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, გადავწყვიტეთ, კვლავ შეგახსენოთ, რა იწინასწარმეტყველა ქალბატონმა ლელამ მიხეილ სააკაშვილსა თუ მის თანაპარტიელ-თანამებრძოლებზე.” – წერს გვერდის ადმინისტრატორი.






















