15:23 | 2021-10-04 ავტორი: Prime Time

ადვოკატი: ელგუჯა ცომაიამ უმასპინძლა დევნილობაში მყოფ პრეზიდენტს, რაც პატივია და არა დანაშაული

ადვოკატი: ელგუჯა ცომაიამ უმასპინძლა დევნილობაში მყოფ პრეზიდენტს, რაც პატივია და არა დანაშაული

პოლიციამ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ბინის მეპატრონე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

 

ადამიანი, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმალებოდა ელგუჯა ცომაიაა. ექსპრეზიდენტს ბინა მან 30 სექტემბერს გადასცა.

 

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის კარის გაღება და შეფარება პატივია და არა დანაშაული.

 

მიშამ გადმოკვეთა საზღვარი, ცრემლი ღვარა, მიწა კოცნა - მიხეილ სააკაშვილს ლექსი მიუძღვნეს
2021-10-04მიშამ გადმოკვეთა საზღვარი, ცრემლი ღვარა, მიწა კოცნა - მიხეილ სააკაშვილს ლექსი მიუძღვნეს

 

„რა დანაშაული დაფარა ელგუჯა ცომაიამ? ძებნილი რომ შეიფარა, დანაშაული სად არის? რომ ყოფილიყო დავა საზღვრის უკანონო კვეთაზე, კი შეიძლებოდა ამაზე დავა, მაგრამ ეს უფრო მსუბუქი მუხლია და ჩიხში აღმოჩდნენ, რახან ძებნილი შეიფარე, ამიტომ ჩაიდინე დანაშაულიო. სასამართლო გადაწყვეტილებების აქტის აღსრულებაზე, თუ ამას შეუშალა ხელი, ეს არ არის 354-ე მუხლი.

 

იმ თავში ვერაფერს ვიპოვით ძებნილი პირის შეფარებაზე. ელგუჯა ცომაია არ არის არც ერთ პარტიასთან აფილირებული. ის პატრიოტი, წესიერი ადამიანია. კარი გაუღო, უმასპინძლა დევნილობაში მყოფ პრეზიდენტს. ვიღაცისთვის ის ძებნილი, ვიღაცისთვის – მესამე პრეზიდენტია. საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის კარის გაღება და შეფარება პატივია და არა დანაშაული“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

ელგუჯა ცომაიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბრალდება აბსურდულია.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. მას იმავე დღეს შეხვდა სახალხო დამცველი და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. სააკაშვილს დღეს ადვოკატებიც ხვდებიან.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X