15:36 | 2021-10-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კახა კალაძეს მილანში რომ ეყარა კენჭი მერობაზე, ქუდზე კაცი მისცემდა ხმას! – მირანდა მირიანაშვილი

კახა კალაძეს მილანში რომ ეყარა კენჭი მერობაზე, ქუდზე კაცი მისცემდა ხმას! – მირანდა მირიანაშვილი

რუსეთში მოღვაწე მომღერალი, მირანდა მირიანაშვილი, რომელიც საზოგადოებამ ვლადიმერ პიზნერის საქართველოში ვიზიტისას გაიცნო, კახა კალაძეზე პოსტს აქვეყნებს.

 

როგორც ის წერს, კახა კალაძეს შორიდან იცნობს და მას „მილანში რომ ეყარა კენჭი მერობაზე, ქუდზე კაცი მისცემდა ხმას!“

 

„მახსოვს ასე, 15 წლის წინ მილანში ვზივარ სასტუმრო “Four Season’s” ფოიეში მეგობართან ერთად, ჩაის მივირთმევთ მეუღლის მოლოდინში, რომელიც ბიზნეს ჰოლში, თავის პარტნიორებთან ფაბიოსთან და ჯუზეპეთან ერთად საქმიან შეხვედრას აწარმოებდა.

 

დიდი ჟრიამული იყო, მახსოვს, განსაკუთრებულად ლამაზად ჩაცმული ხალხი „ჩაო კარისიმა“ და „ბუონა სერათი“ ეხვეოდა და კოცნიდა ერთმანეთს ორივე ლოყაზე. (ლა სკალაში პრემიერაზე მივდიოდით და ჩვენნაირი, გრძელკაბიანი ბრჭყვიალა ბევრი ქალი ირეოდა სმოკინგიანი მამაკაცების თანხლებით). საერთოდ სულ ხალხმრავლობაა აქ, ვერსად დაჯდები ისე ქუჩიდან შემოსული, თუ სასტუმროში არ ცხოვრობ. პოპულარული ადგილია, განსაკუთრებით მოდის კვირეულის დროს.

 

უეცრად ჩოჩქოლი გაძლიერდა. ყველა ერთი მიმართულებით, შემოსასვლელისკენ შეტრიალდა და უკლებლივ ყველას სახეზე ფართო თეთრკბილიანი ღიმილი დაეკერა. ზურგსუკან გავიგე ფაბიოს ხავერდოვანი შეძახილი აჰჰჰ! კალადზე! კალლა! მე არც ახლა ვარ დიდად ფეხბურთში ჩახედული, თუმცა ძალიან მომწონს კარგი მატჩების ყურება, მაშინ კი მაინცადამაინც არ მივდევდი და სიმართლე გითხრათ, არც კალაძის სპორტული მასშტაბი ვიცოდი.

 

მოკლედ ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, საოცარი! კინოკადრივით მახსოვს ძალიან ლამაზი წყვილი, რამდენიმე თანმხლებლით რომ შემოვიდნენ, ნამდვილი ვარსკვლავები! ყველა მხრიდან ხალხი ეხვეოდა, ბევრი ხელს ართმევდა, კომპლიმენტებს და მადლობას ეუბნებოდნენ.

 

ანუკი (მაშინ უცხოელი მოდელი მეგონა), ნორჩი, გამჭვირვალე, საოცრად ლამაზი.. მოკლედ, ძალიან სანახავები იყვნენ.

 

მერე და მერე სულ მესმოდა და მესმის რა განსაკუთრებით უყვარდათ და უყვართ აქ კახა სხვადასხვა სფეროში თანაგუნდელებს, თანამშრომლებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს და მერებს, და რაც მთავარია, ხალხს! ხალხს!აი მილანში რომ ეყარა კენჭი მერობაზე, ქუდზე კაცი მისცემდა ხმას!

 

მე დიდ პატივს ვცემ. არც მეგობარია და არც ამხანაგი ჩემი. მიხარია ყოველთვის მისი ქება და მის მიმართ მადლიერება რომ მესმის და წარმატებებს ვუსურვებ! ჩემ თბილისს და მის მერს!“, – წერს მირიანაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X