22:56 | 2021-10-04 ავტორი: Prime Time

ინტერპოლით ძებნილები, რომლებიც ჯერ არ დაუკავებიათ – ჩამონათვალი

ინტერპოლით ძებნილები, რომლებიც ჯერ არ დაუკავებიათ – ჩამონათვალი

კრიმინალური პოლიციის საერთაშო­რისო ორგანიზაცია ინტერპოლი 1923 წელს დაარსდა და 120 ქვეყანაა გაწევრებული, მათ შორის, საქართველოც. ხშირად წითე­ლი ცირკულარით ძებნილი პირების (განსაკუთრებით საქართველოდან გაქცეული ყოფილი სახელმწიფო მოხელეების) ადგილსამყოფელი ცნობილია, აქტიურობენ ტელეეთერში, სოციალურ ქსელში, თუმცა, საქართველოს მოთხოვნა არ სრულდება და მათ არ აკავებენ.

 

ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილ პირებს შორის, არის ასლან აბაშიძეც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფაქტობრივი ერთპიროვნული მმართველი.

 

ძებნილებს შორის არიან მანდილოსებიც.

 

საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ ძებნილ პირთა ჩამონათვალი ასეთია:  

 

ასლან აბაშიძე – მას ბრალად ედება ხელისუფლების ან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მითვისება ან გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;

 

ბაქრაძე ირაკლი – იძებნება ყაჩაღობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით;

 

ბაღდავაძე რევაზი – იძებნება ყაჩაღობის ბრალდებით, ასევე ბრალად ედება იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება და სატრანსპორტო საშუალების გატაცება;

 

მიშამ გადმოკვეთა საზღვარი, ცრემლი ღვარა, მიწა კოცნა - მიხეილ სააკაშვილს ლექსი მიუძღვნეს
2021-10-04მიშამ გადმოკვეთა საზღვარი, ცრემლი ღვარა, მიწა კოცნა - მიხეილ სააკაშვილს ლექსი მიუძღვნეს

 

გრძელიძე დავითი – იძებნება განზრახ მკვლელობისთვის;

 

უსეინ ლილა – იძებნება ტრეფიკინგისთვის;

 

გადჟაევი ქოროღლი – იძებნება გაუპატიურების ბრალდებით;

 

ბგანბა აფრიკან – იძებნება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით;

 

ნაჩაჩ-ოღლი ვლადიმერ – ასევე იძებნება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით;

 

უბირია ვახტანგ –  ასევე იძებნება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით;

 

ჩიხლაძე მალხაზ – მას ბრალად ედება : დანაშაულის მცდელობა და განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა ან ხელმძღვანელობა ანდა მასში მონაწილეობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, სახელმწიფო ღალატი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად;

 

მეფისაშვილი მალხაზი – იძებნება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა გასაღებისთვის, ასევე ბრალად ედება სხვისითვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დანაშაულის მცდელობა-განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ძარცვა;

 

ნანეიშვილი ლაშა – იძებნება საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხ. (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სეფაშვილი ივანე – იძებნება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხ. (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

 

სონგულია ელგუჯა – იძებნება განზრახ მკვლელობისთვის;

 

ძაძამია მამუკა – იძებნება განზრახ მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებაში, ასევე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაგზავნა ან გასაღება;

 

რჩეულიშვილი კობა – იძებნება განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის;

 

ქავთარაძე გელა – იძებნება განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის;

 

გვრიტიშვილი ვახტანგი – ასევე, იძებნება განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის;

 

ქაფიანიძე ირმა – იძებნება თაღლითობისთვის;

 

როინტან მოჰამმადამინ – იძებნება გაზნრახ მკვლელობისთვის;

 

სირაძე გია – იძებნება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ასევე ბრალად ედება ყაჩაღობა და იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა;

 

არაბული ლევან – იძებნება განზრახ მკვლელობისთვის;

 

რაშიდკანჯი-ოღლი – იძებნება განზრახ მკვლელობისთვის, ამასთან, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაგზავნა ან გასაღება;

 

ტუღუში კაკო – იძებნება ქურდობისა და გამოძალვისთვის. ასევე კანონიერი ქურდობისთვის.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორციელდა. ძებნილი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც უკვე დაკავებულია.

ავტორი: Prime Time

X